logo
ENG



კობახიძემ მდინარაძეს "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ლეიტენანტის" წოდება მიანიჭა

24 ოქტ 202509:36
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/24/d7vlkz5zhscjdr2.png

ქართული ოცნების პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსს, მამუკა მდინარაძეს "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ლეიტენანტის" წოდება მიანიჭა.

შესაბამისი ბრძანება 23 ოქტომბრით თარიღდება.

"სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის 56 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის 21 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტს, მამუკა მდინარაძეს მიენიჭოს მორიგი საშუალო სპეციალური წოდება „სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსი ლეიტენანტი“, 2025 წლის 30 ოქტომბრიდან" - ნათქვამია ბრძანებაში.


close დახურვა